კომპანია ეარნეტი 2010 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ინტერნეტ-ბაზარზე. მისი დაფარვის ზონა ამჟამად მოიცავს გურიის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილს და მუდმივად ფართოვდება. აღსანიშნავია, რომ 100% ჩვენი გუნდისა დაკომპლექტებულია ადგილობრივი კადრებით, რომლებიც პერიოდულად გადიან ტრენინგებსა თუ საკვალიფიკაციო გამოცდებს, რათა მზად იყვნენ ჩვენს მომხმარებლებს აღმოუჩინონ სწრაფი და კომპეტენტური დახმარება და უზრუნველყონ კომპანიის ქსელის გამართული მუშაობა.

ჩვენ შევქმენით კომფორტული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო და გვეამაყება, რომ ჩვენთან ერთად საინფორაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობა თითოეული ჩვენი თანაგუნდელისთვის საინტერესო და ნაყოფიერია .


ეარნეტი - ჩვენ ერთად ვხდით ინტერნეტს ხელმისაწვდომს